პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხანგრძლივი ლოქდაუნის შემდეგ საქართველომ რუსეთს საჰაერო საზღვარი, სამოქალაქო რეისების კუთხით, გაუხსნა. 

იმ სიაში, რომელიც ღარიბაშვილმა დღეს დაასახელა, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი და ბელარუსია. 

მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებაზე რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით. იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით – პირველი მარტიდან დაემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

ამ ქვეყნებთან რეგულარული ფრენები 1 მარტიდან აღდგება.

ამავე თემაზე:

რა შეზღუდვები მოიხსნება და რა დარჩება - სრულად

ღარიბაშვილი კომენდანტის საათს არ აუქმებს - პროტესტი პარლამენტთან

მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი