ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრს, გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა და საზოგადოებას მოუწოდა მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები.
"როგორც ხედავთ ვირუსი არსად წასულა. (პირადად მე წარმოდგენა არ მაქვს ვისგან გადამედო). გუშინდელი გადაწყვეტილება, შეზღუდვების მოხსნის შესახებ, იყო ძალიან კარგი, მაგრამ ახლა უფრო დიდი სიფრთხილე გვმართებს!" - წერს გივი მიქანაძე.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა.