ისრის გადატანა უნდათ ნიკა მელიას მიმართ, ეს არ არის რაღაც ახალი გარემოება - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის შეფასებით, "ხელისუფლაბ ეშმაკობს", როდესაც პროკურატურის სახელით იმ შეთვაზებას აკეთებს, რაც ცოტა ხნის წინ, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გაახმოვანა.

დაცვის მხარე ამ ყველაფერს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წამოსულ ზეწოლას უკავშირებენ:

გარკვეულწილად ეშმაკობს ხელისუფლება. მას თან უნდა, რომ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს, მაგრამ მეორე მხრივ არ უნდა, რომ ეს მათ ხარჯზე მოხდეს, მათ შორის ეს სასამართლოს დამოუკიდებლობით რო შეეფუთათ, ამაზეც არ წავიდნენ. მათ იცოდნენ, რომ ნიკა მელიამ არ გადაიხადა გირაო, არ აპირებდა გადახდას და ეს იყო მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ უთხრან "კიდევ ერთი შანსი მივეცით, მაგრამ აი არ იყენებს", ისრის გადატანა უნდათ საკუთარი თავიდან ნიკა მელიას მიმართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ არ გამოუვათ. ეს არ არის რაღაც ახალი გარემოება, ამაზე საუბარი იყო ძალიან დიდი ხანია უკვე, თებერვლის 5 რიცხვიდან ზუსტად ამაზე საუბრობდა პროკურატურაც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც - ამბობს დიტო საძაგლიშვილი "დღის სტუმრის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა მზადაა სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის. 

დიტო საძაგლიშვილმა ეს ყველაფერი უკვე შეაფასა სამართლებრივ ნონსენსად, ხოლო მელიას თანაგუნდელებმა პოლიტიკური პროკურატურის შეშინებულ განცხადებად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი