ერთპარტიული პარლამენტი ხალხისგან იცავს თავს - საპოლიციო ძალები და სპეცტექნიკა შიდა ეზოში

გამოქვეყნდა:

ერთპარტიული პარლამენტი ხალხისგან თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა: პარლამენტის შიდა ეზოში, ამ წუთებში, სახანძრო-სამაშველო რაზმები, სპეცტექნიკა და საპოლიციო ძალებია მობილიზებული. 

ამ დროისთვის პარლამენტის შიდა ეზოში გადაადგილება შეზღუდულია, ჟურნალისტებთან კომენტარი არ კეთდება.

მობილიზაცია დაანონსებული მსვლელობის პარალელურად დაიწყო. შეგახსენებთ, აქცია-მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით 14:00 საათზე დაიწყება. აქციას შეუერთდნენ საქართველოს რეგიონებიდანაც. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი