"ევროპული საქართველოს" წევრები მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

დღეს, 26 თებერვალს თბილისში გასამართი აქციისთვის "ევროპული საქართველოს" წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზეც იკრიბებიან. აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მიმავალ მსვლელობას ცოტა ხანში შეუერთდებიან. 

"ვინც თვლის, რომ ასე ცხოვრება უბრალოდ აღარ შეიძლება, ვინც გრძნობს და ხედავს, რომ ქვეყანა უფსკრულის პირასაა მისული და პრაქტიკულად თავისუფალ ვარდნაში ვართ, აბსოლიტური უკუსვლაა და საქართველოს რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე განულებულია, ვინც გრძნობს რომ რეგულაციები პოლიტიკური მიზანშეწონილობითაა ნაკარნახევი, ვინც თვლის რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრებია, დღეს ფილარმონიასთან შეიკრიბება", - თქვა გიგი უგულავამ.

მისი განცხადებით, უნდა დაიწყოს უწყვეტი პროტესტი მანამ, სანამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ აქცია-მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დღეს, 26 თებერვალს 13:00 საათზე დაიწყება. ოპოზიცია პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობს. 

ავტორი: დეა მამისეიშვილი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი