ემიგრანტებმა იტალიის ქალაქ ბარში ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა იტალიაში. ქალაქ ბარში მცხოვრები ემიგრანტებმა ქუჩებში მსვლელობით ჩაიარეს და ოპოზიციის ლიდერის მხარდამჭერი ბანერები გამოფინეს.

ემიგრანტები ამბობენ, რომ ისინი უსამართლობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებენ.

"ისინი არიან უკანონო პატიმრები, პოლიტიკური პატიმრებიდა საერთოდ, ამდენი უსამართლობით დავიღალეთ ემიგრანტები. ჩვენ ვართ ბიუჯეტში ფულის გადამხდელები, გადასახადების გადამხდელები, ნუ გგონიათ, რომ ჩვენ შორიდან არაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ ბევრ რამეს და ხმასაც ამოვიღებთ უსამართლობის წინააღმდეგ", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, ოპოზიციის მასშტაბური აქცია დაგეგმილია თბილისშიც. აქცია-მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით 13:00 საათზე დაიწყება. ოპოზიცია პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი