პარლამენტის წინ ოპოზიციის, მათი მხარდამჭერებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია დაიწყო. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან რამდენიმე ადგილიდან დაიძრნენ. ცოტახანში ადგილზე პოლიტიკური გამოსვლები დაიწყება. "მსვლელობა თავისუფლებისთვის" 13:00 საათზე დაიწყო. ამავე თემაზე: მსვლელობა თავისუფლებისთვის - ქუთაისიდან თბილისისკენ ავტოკოლონები უკვე დაიძრა; მსვლელობა თავისუფლებისთვის - თბილისში დაგეგმილ აქციას თელავიდანაც უერთდებიან; მსვლელობა თავისუფლებისთვის - აქციას ზუგდიდიდან 500-მდე მოქალაქე უერთდება.