ღარიბაშვილის აზრით, მთავრობა კორონავირუსს გაუმკლავდა და გამოწვევებს ეფექტურად უპასუხა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ქვეყანა კორონავრიუსის ეპიდამიას როგორც პირველი ისე მეორე ტალღის დროს ქვეყანა გაუმკლავდა და ამ გამოწვევას მთავრობამ ეფექტურად უპასუხა.

"ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს. იყო ძალიან სერიოზული გამოწვევები, მოკლე დროში ჩვენ დაგვჭირდა პანდემიის მართვის რეჟიმზე გადასვლა და უნდა ითქვას, რომ ამ გამოწვევებს ეფექტიანად ვუპასუხეთ", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

იმას, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა დღემდე არ შემოსულა და ზუსტი თარიღი თუ როდის შემოვა ამ დრომდე უცნობია ღარიბაშვილი მსოფლიო დეფიციტს აბრალებს. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. ამ დროიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 270 137 შემთხვევა დადასტურდა,  264 047 ადამიანი გამოჯანმრთელდა ხოლო 3 485 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი