ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომა მალე ჰქონდეს. ამ თემაზე მან საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
"ვაქცინაცია არის მთავარი გამოწვევა ამ მომენტში. ევროკავშირი არის მთავარი დონატორი კოვაქვს პროგრამის და ამის წყალობით, იმედი მაქვს, ამ ქვეყანაშიც იქნება დისტრიბუცია ვაქცინების და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად.
ევროკავშირის დახმარება, რა თქმა უნდა, უფრო დიდი და ფართოა ვიდრე კოვიდი. 800 მილიონი ევროს მობილიზება მოხდა მთლიანად ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის სფეროებისთვის, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ევროკავშირის დახმარებისა, ინვესტიციების ბანკის მხრიდან", - თქვა შარლ მიშელმა.
შეგახსენებთ, რომ ათონელის რეზიდენციაში შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პრეზიდენტებმა ქვეყანაში შექმნილ პოლიკურ ვითარებაზე ვრცლად ისაუბრეს. ამავე თემაზე: