
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი ცხადყოფს, რომ ჩვენი რეგიონი ევროკავშირისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, შარლ მიშელთან შეხვედრისას საუბარი შედგა ოკუპაციასა და გლობალურ პანდემიაზე.
"ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია შედგა შარლ მიშელთან. მისი ვიზიტი ცხადყოფს, რომ ჩვენი რეგიონი ევროკავშირისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ბევრ საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება, მათ შორის ოკუპაციასა და გლობალურ პანდემიაზე. საქართველო მადლიერია მხარდაჭერისთვის და აფასებს ამ პარტნიორობას",- წერს ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში გუშინ 28 თებერვალს ჩამოვიდა. დღეს, 1 მარტს მან შეხვედრები გამართა, საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან.