ფაქტი დადასტურებულია - ვაქცინაციის დაგვიანება "ქართული ოცნების" არაკომპეტენტურობის ბრალია. კოვაქს პლატფორმა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო ვაქცინის მისაღებად საჭირო პირობების შექმნა. ეს სკანდალური ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრზე პოლიტიკური თავდასხმის მიზეზი გახდა.
ოპოზიცია ერთხმად მოითხოვს ეკატერინე ტიკარაძის პოსტიდან წასვლას. თუმცა მინისტრი ბრალეულობას არ აღიარებს და დიდი ალბათობით ამ ჩავარდნის სხვისთვის გადაბრალებას აპირებს. როდის გვექნება ვაქცინა და კიდევ რამდენ ადამიანს დაუჯდება სიცოცხლის ფასად ქართული ოცნების უუნარობა - გაურკვეველია.