ფაშინიანი ოპოზიციას ვადამდელ არჩევნებს სთავაზობს

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ძალები ამ საკითხზე კონსულტაციას დათანხმდებიან. მისი განცხადებით, სწორედ კენჭისყრა აჩვენებს, რას მოითხოვს სომხეთის მოსახლეობა.

მინდა, რომ მოსახლეობამ მიიღოს ეს შესაძლებლობა. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით, - განაცხადა ფაშინიანმა თავისი მომხრეების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ფაშინიანი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ ქვეყანა საპარლამენტოდან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს. 

მანამდე კი, ერევანში, აქციის მონაწილეები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი