ამ წუთებში, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ლიდერებმა პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლილ რიტორიკას უპასუხეს.
"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის, განცხადებით, შარლ მიშელი ძალიან გაკვირვებული იქნება იმ განცხადებებით, რაც დღეს მან გააკეთა.
ბურჯანაძე იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობით მოეკიდება საკითხს.
"გუშინ ბატონი მიშელის თანდასწრებით ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ არჩევნები არის წითელი ხაზი. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ როგორც მინიმუმ ჩვენი უცხოელი პარტნიორი ძალიან გაკვირვებული დარჩება ამ კომენტარით. იმიტომ, რომ ერთი და იგივე უნდა ილაპარაკო მედიატორის თანდასწრებითაც და მისი წასვლის შემდეგაც.
ის რომ ბატონი მიშელის ტექსტში გამოკვეთილია, როგორც პოლიტპატიმრების საკითხი, ასევე შესაძლო ვადამდელი არჩევნების საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია სხვა საკითხებიც. ვერ გეტყვით, რომ დიდად აღფრთოვანებული დავრჩი კომენტარებით, რომელიც დღეს მოვისმინე. სიმართლე გითხრათ, სხვას არც არაფერს არ ველოდი, მაგრამ მაინც, იმდენად მაღალი დონის პირია ახლა ჩართული, რომ იმედი ვიქონიოთ ხელისუფლება უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდება საკითხს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ამავე თემაზე: