თავდამსხმელები "ქართულ ოცნებასთან" ძალიან მჭიდრო კავშირში არიან, - ამის შესახებ გორის საკრებულოს წევრმა ბექა ქორჩილავამ "ღამის მთავარის" ეთერში ენმ-ს ოფისის დარბევასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, შენობაში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ჩალეწილია ბანერები, შუშები და კარები..
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, დღემდე მრავლად გვაქვს ასეთი ფაქტები. ეს მეექვსე შემთხვევაა. "ოცნება" და პრემიერი პირდაპირ ახალისებენ კრიმინალს და ვანდალიზმს" - ამბობს ბექა ქორჩილავა.
თავდასხმა ენმ-ს ოფისზე - დაკავებულია 2 პირი