მოსკოვი სანქციებს პროპორციულ პასუხს გასცემს - პესკოვი იმუქრება

გამოქვეყნდა:

მოსკოვი აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ნავალნის საქმის გამო დაწესებულ სანქციებს პროპორციულ პასუხს გასცემს - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი.

პესკოვი აცხადებს, რომ ბრიუსელისა და ვაშინგტონის ამ ქმედებებს დესტრუქციული გავლენა ექნება რუსეთის ურთიერთობაზე როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან.

ვაშინგტონმა სანქციები სამშაბათს, 2 მარტს, შვიდი რუსი მაღალჩინოსნის, მათ შორის უშიშროების სახელმწიფო სამსახურის (FSB) უფროსის წინააღმდეგ დააწესა, მანამდე კი ევროკავშირმა პუტინთან დაახლოებულ ოთხ ოფიციალურ პირს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი