ამერიკის შეერთბულმა შტატებმა რუსეთს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო სანქციები დაუწესა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, სანქცირებულთა სიაში რუსეთის გენერალური პროკურორი, რუსეთის გვარდიის ხელმძღვნელი და დუმის დეპუტატი ალექსანდრ კალაშნიკოვი მოხვდნენ.
შეერთბული შტატები კრმელს ოპოზიცონერის დაუყონებლივ გათავისულებისაკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებით იმუქრება.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, 17 იანვარს, პოლიციამ აიყვანა. რის შემდეგაც მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის მხარდასაჭერად ხალხი ქუჩაში გამოვიდა.
2 თებერვალს კი "ივ-როშეს" საქმესთან დაკავშირებით ნავალნის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აქვე გეტყვით, რომ ალექსეი ნავალნი, 2020 წლის აგვისტოში „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს.
დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურები ნავალნის მოწავლაში კრემლს ადანაშაულებდნენ, კრემლი თავისთავად ფაქტს უარყოფს. ვლადიმერ პუტინი ამბობს - რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა რომ მოენდომებინათ, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ.
ნავალნიმ თავისი საქმე გამოიძია – თვითონ დაურეკა თავის მკვლელს, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მისი მოწამვლა დაადასტურა.