საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და პოლიტიკურ კრიზისს გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯორჯ კენტი. მან გასულ კვირას მომხდარი ქვეყნის ერვოპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე სახიფათოდ შეაფასა.
"ამერიკაში ბევრმა გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით რაც თბილისში ხდება, გზავნილები, როგორც პირადი, ასევე, ოფიციალური იყო მკვეთრი. რაც შეეხება გასულ კვირას მომხდარ ამბავს, საქართველოს ყველა მოგობრისთვის ნათელია, რომ ეს იყო სახიფათო მომენტი საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფეფების გზაზე, სწორედ ამიტომ გავაქტიურდით როგორც პირად, ისე საჯარო სივრცეში და მოვუწოდეთ მხარეებს, რომ დაბრუნებოდნენ მოლაპარაკების მაგიდას.
მთავრობას ყოველთვის უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, თუმცა ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ დაცული იქნას დემოკრატიული ნორმები", - თქვა ჯორჯ კენტმა.
მან ამ თემაზე ანტლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ ოლიან კონფერენციაზე - "კრიზისი საქართველოში" ისაუბრა. ამავე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი: