საქართველოსთვის კრიტიკული მომენტია, დისფუნქციურობა კრემლს ეხმარება - უილსონი

გამოქვეყნდა:

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და პოლიტიკურ კრიზისს გამოეხმაურა Atlantic Council-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი, დეიმონ უილსონიც. მან აღნიშნა, რომ ახლა ქვეყნისთვის კრიტიკული მომენტია და დისფუნქციურობა ევროკავშირში სკეპტიკოსებს მიზეზსს აძლევს, რომ შეაკავოს საქართველოს მისწრაფებების გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში.

"ეს კრიტიკული მომენტია საქართველოსთვის, ჩვენ მივესალმებით დიალოგს, რომელიც დაიწყო, მსოფილო ახლოდან აკვირდება, თუ რა მოხდება შემდეგ. 23 თებერვალს ბევრმა ჩვენგანმა ვნახეთ ვიდეობი, სადაც ჩანდა, რომ საქართველოს პოლიციამ გაარღვია ბარიკადები, რათა შეჭრილიყო ოპოზიციური პარტიის შენობაში და დაეჭირა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ნიკა მელია. რამაც სწრაფად გამოიწვია ეს უკანასკნელი კრიზისი, მაგრამ წინამორბედი ამბები უფრო ღრმაა, დისფუნქციურობა მხოლოდ აზიანებს ქართველებს, ნატოსა და ევროკავშირში სკეპტიკოსბს მიზეზსს აძლევს და ეხმარება კრემლის ძალისხმევას, დათესოს უთანხმოება და შეაკავოს საქართველოს მისწრაფებები შეუერთდეს ნატოსა და ევროკავშირს", - თქვა დეიმონ უილსონმა.

მან ამ თემაზე ანტლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ ოლიან კონფერენციაზე - "კრიზისი საქართველოში" ისაუბრა. ამავე თემაზე:

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი