ჩამოვიდეს, ვისაც უნდა, მოთხოვნები ძალაშია - ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები პრემიერს ეხმიანებიან

გამოქვეყნდა:

"ჩამოვიდეს ვისაც უნდა და ის ილაპარაკოს, რაც უნდა", - ასე ეხმიანებიან რიონის ხეობაში მცხოვრებლები პრემიერმინისტრის განცხადებას, სადაც მან ეკონომიკის მინისტრს დაავალა, აუცილებლად ჩასულიყვნენ რიონის ხეობაში და მოსახლეობასთან უფრო მეტი ემუშავათ.

"ჩვენი მოთხოვნები ისევ ძალაშია და ამ მოთხოვნებს დავახვედრებთ ნებისმიერს, ვინც აქ ჩამოვა. ეს არის მოთხოვნა, რომ ხეობიდან გაიყვანონ სამშენებლო ტექნიკა, ხოლო თურქულმა კომპანიამ დატოვოს იმერეთი, - ამბობს ხეობის მცხოვრები, 

შეგახსენებთ, პრემიერის განცხადების შემდეგ ნათია თურნავამ მზადყოფნა გამოთქვა რიონის ხეობის  მოსახლეობასთან შესახვედრად.

როგორც თურნავა ამბობს, მოსახლეობას შეხვედრებზე ქვეყნის ენერგო-დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე დაელაპარაკებიან.

აქვე გეტვით ნამოხვანჰესის მშენებლობას უკვე სამ თვეზე მეტია  აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა. მათი ნაწილი ღამეს მშენებლობის ადგილზე ათევდა.  მოქალაქეები ამბობდნენ, რომ არ დაუშვებენ  105 მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას.

სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში, წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისს მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს  34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.

აქვე გეტყვით, რომ 14 ნოემბერს, პროტესტის 21-ე დღეს, აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია., 2021 წელს, გაზაფხულზე, ნამოხვანჰესის პროტესტი უფრო მასშტაბური გახდა და ქუთაისში გადმოინაცვლა, სადაც მას სხვა რეგიონებიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი