თუ ბატონ თალაკვაძეს არ ესმის ინგლისური, უთარგმნონ - პასუხი თალაკვაძეს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ  "ატლანტიკური საბჭოს" ონლაინკონფერენციის მონაწილეებმა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ბოიკოტი შეცდომა იყო სალომე სამდაშვილი პასუხობს და ურჩევს, თუ თავად არ ესმის ინგლისური, ვინმემ უთარგმნოს

"თუ ბატონ თალაკვაძეს არ ესმის ინგლისური ენა ვინმეს შეუძლია სთხოვოს, რომ უთარგმნოს რა ვთქვი მე აღნიშნულ კონფერენციაზე და ამის საჯარო ჩანაწერი არსებობს. მე სწორედ ის ვთქვი, რომ თუ ვინმეს ჰქონდა სკეპტიკური დამოკიდებულება ბოიკოტთან დაკავშირებით, მათ შორის მეც, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა გასული თვეების და კვირეების მანძილზე იმისთვის, რომ ყველა დაერწმუნებინა იმაში, რომ ბოიკოტი იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" თუ არ შეეცდება მიაღწიოს პროგრესს შარლ მიშელის გეგმის შესრულების კუთხით, დღის წესრიგში არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ საარჩევნო ბოიკოტის საკითხიც დადგება.

სოზარ სუბარის მტკიცებით სალომე სამადაშვილს არაერთხელ უთქვამს, მათ შორის ტელევიზიითაც, რომ ბოიკოტი იყო შეცდომა.

"ბოიკოტი იყო შეცდომა, სალომე სამადაშვილს არაერთხელ უთქვამს. და მე თუ მეხსიერება არ მატყუებს მან ეს მკაფიოდ თქვა. მაგრამ მას ეს არაერთხელ უთქვამს საჯაროდ ხმამაღლა, არა რაღაცა 2 კაცთან საუბარში, არამედ თქვენს არხებში, თქვენს ტელევიზიებში, თქვენს ეთერებში", - ამბობს სოზარ სუბარი

ჩვენმა პარტნიორებმა და ქართველმა მონაწილეებმაც ოპოზიციიდან თქვეს, რომ ბოიკოტი შეცდომა იყო - არჩილ თალავაძის განცხადება 

ამავე თემაზე:

ანტლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართული ონლიან კონფერენცია- "კრიზისი საქართველოში" 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი