ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა, ბენეფიტს ვერ მოუტანს - წულუკიანი მელიას

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, თეა წულუკიანის განცხადებით, პოლიტიკური კარიერა ციხეზე არ გადის და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიასთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს არ მოიტანს.

"მე ვფიქრობ, პოლიტიკურად, თუ კი ავიღებთ ერთ პოლიტიკოსს, პიროვნებას, ნიკანორ მელიას, მისთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს, რაცარუნდა მას ასე ეგონოს არ მოიტანს. ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა, ასევე დასანანია, რომ მას გარემოცვაში არ აღმოჩნდა ის ადმიანები, ვინც სწორ რჩევას მისცემდნენ, იმიტომ, რომ რეალურად მის პოლიტიკურ გარემოცვას, სამწუხაროდ, აწყობს ნიკა მელია ციხეში, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი", - თქვა თეა წულუკიანმა. 

 წულუკიანის აზრით, პოლიციამ ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია შესანიშნავი პროფესიონალიზმით, მშვიდობიანად ჩაატარა და ეს ერთადერთი სწორი გზა იყო.

ამავე თემაზე პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში ვახტანგ გომელაურის მოსმენის დროს, მიმართა დეპუტატმა სოზარ სუბარმა:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი