დღეს პარლამენტში, ნამოხვანჰესის თემაზე, გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს მოუსმენენ

გამოქვეყნდა:

ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილსს მოუსმენენ. 

ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მოხსენება რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით 10 ათასზე მეტი მოქალაქის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ პეტიციას შეეხება. პეტიციის ავტორები აცხადებენ, რომ არც ონის და არც ნამოხვანის კასკადების პროექტები სათანადოდ არ არის შესწავლილი და უგულებელყოფილია სეისმური რისკები. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

"ჩვენ გვაქვს კონკრეტული, კატეგორიული მოთხოვნები, რომ განულდეს პროცესი. დავუბრუნდეთ 2015 წლის ნიშნულს. კითხვების რეჟიმში აღარ ვართ, იმიტომ რომ გარკვეული მოტხოვნები გვაქვს წაყენებული მათ მიმართ. ველოდებით ამ მოთხოვნებზე შესაბამის რეაგირებას. მე უფრო მაინტერესებს პარლამენტის წერვრებს რა შეკითხვები ექნებათ, მინისტრების მისამართით. იმიტომ რომ, როდესაც ჩვენ პეტიცია წარვადგინეთ და გამოვედით პარლამენტის სხდომაზე, აბსოლუტურ დილეტანტიზმს ამჟღავნებდა ყველა მათგანი საკითხის ცოდნაში", - თქვა რიონის ხეობის მკვიდრმა, ვარლამ გოლეთიანმა.

ნამოხვანჰესის მშენებლობას უკვე სამ თვეზე მეტია, აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა. მათი ნაწილი ღამეს მშენებლობის ადგილზე ათევდა.  მოქალაქეები ამბობდნენ, რომ არ დაუშვებენ  105 მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას.

სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში, წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისს მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს  34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.

აქვე გეტყვით, რომ 14 ნოემბერს, პროტესტის 21-ე დღეს, აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია. 2021 წელს, გაზაფხულზე, ნამოხვანჰესის პროტესტი უფრო მასშტაბური გახდა და ქუთაისში გადმოინაცვლა, სადაც მას სხვა რეგიონებიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ.

4 მარტს, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა არსებულ შეკითხვას, რაც ნამოხვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობას აწუხებს, პასუხი უნდა გაეცეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამოხვანის ჰესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კვირაში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.

აქვე გეტყვით, რომ 28 თებერვალს, ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა და  აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას და თურქულ კომპანია "ენკას" ორკვირიანი ვადა მისცეს და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ სამშენებლო ტერიტორია უნდა დატოვოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი