
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის შეურაცხყოფის ობიექტი გახდება, ამაზე ბიძინა ივანიშვილის შვილის მსგავსად, ისიც "პასუხს მოითხოვს".
როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, გუშინ 9 მარტს "იმედის" ეთერში გასული ბერა ივანიშვილის ინტერვიუ "გულწრფელი" და "ადამიანური" იყო.
"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბატონი ბერა ივანიშვილი იყო ძალიან გულწრფელი, ძალიან ადამიანური და ღირსებით სავსე. მინდა გითხრათ, რომ, მათ შორის, ალბათ თქვენც და მეც ბუნებრივია, თუ შეურაცხყოფის ობიექტი გავხდებით ნამდვილად პასუხს მოვითხოვთ ამაზე, ისევე როგორც საქართველოს ყველა ღირსეული ადამიანი", - თქვა ღუდუშაურმა.
9 მარტს "იმედის" ეთერში ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა. ბერამ მისი, პრემიერ ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერებთან დაკავშირებით თქვა, რომ თუ ვინმე დედამისა და ოჯახს შეეხება პასუხს დღესაც გასცემს და ამის გამო ვერც მის ძმაკაცებს გაამტყუნებს.
ამავე თემაზე: