საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ქვეყანაში სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის გამოგზავნას მიესალმება. მისი განცხადებით, ეს ძლიერი ნიშანია, რომ ევროპა სტაბილურობისთვის და დემოკრატიულობისთვის მუშაობას განაგრძობს.
"ეს არის ძლიერი ნიშანი იმისა, რომ ევროპა განაგრძობს მუშაობას სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისათვის საქართველოში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორივე მხარეს, დააყენონ ქვეყანა პირველ რიგში და იმუშაონ დეპოლარიზაციის მიმართულებით", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელმა ოფიციალური მედიატორის გამოგზავნის გადაწყვეტილება 9 მარტს მიიღო. დანიელსონი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა და მისი მთავარი მიზანი მოლაპარაკებების განახლება იქნება.