
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ თუ უცნობი ადამიანი მას შეურაცხყოფას მიაყენებს, ის ბერას მსგავსად, პასუხს მოთხოვს. როგორც ყაველაშვილი ამბობს, "გასაკვირი არაფერია".
"თქვენ გგონიათ არ მაგინებენ? განახოთ ახლა ჩემი სოციალური ქსელები რა დღეში არიან? გატარებას რას ეძახით ახლა, პასუხი შეიძლება.. მე ახლა ვიღაც უცნობი ადამიანები... ვინც მიცნობს და თუ მოვა და შეურაცხყოფას მომაყენებს, რა თქმა უნდა, პასუხს მოვთხოვ რა არი გასაკვირი ამაში", - თქვა ყაველაშვილმა.
9 მარტს "იმედის" ეთერში ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა. ბერამ მისი, პრემიერ ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერებთან დაკავშირებით თქვა, რომ თუ ვინმე დედამისა და ოჯახს შეეხება პასუხს დღესაც გასცემს და ამის გამო ვერც მის ძმაკაცებს გაამტყუნებს.
ამავე თემაზე: