ევროპის სახელით საქართველოში რევანში ვერ შედგება - ჩიქოვანი ევროპარლამენტარების განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე გაკეთებული განცხადებების ნაწილი პოლიტიკური სუბიექტურობით იყო განმსჭვალული, მაგრამ მთავარი ის მოწოდებაა, რომ საქართველოში შედგეს დიალოგი.

"მთავარი და მთავარი არის ის, რომ ყველა ეს ადამიანი მოუწოდებს იმას, რომ საქართველოში უნდა შედეგს დიალოგი. მე რაც ამოვიკითხე და დავინახე საერთო პათოსი იყო ის, რომ ევროპის სახელით საქართველოში რევანში ვერ შედგება. ეს არის ფაქტი", - თქვა ჩიქოვანმა. 

მისივე განცხადებით, პირდაპირი მოწოდებები იყო, რომ თუ უთანხმოება არსებობს, პოლიტიკური დიალოგის ადგილი პარლამენტია. 

ამავე თემაზე დეპუტატი, სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ოპოზიცია იძულებული გახდა საუბარი ისევ დიალოგზე დაეწიო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი