სირცხვილია, EU წარმომადგენელს აგზავნის, რომ ჩვენ მოსალაპარაკებლად დავსხდეთ - ყაველაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის აზრით, სირცხვილია, რომ ევროკავშირი წარმომადგენელს აგზავნის, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მოალაპრაკების მაგიდასთან დასხდეს. 

"სირცხვილია, მართლა, რომ ევროკავშირი წარმომადგენელს აგზავნის, რომ ჩვენ აქ, ერთი რამოდენიმე წელი რომ გავა და ეს ქვეყანა განვითარების სხვა ეტაპზე გადავა ალბათ მერე გავიხსენებთ, რომ მართლა რა სირცხვილია, რომ შიდა ჩვენ სამზარეულოში წარმომადგენელს აგზავნის, რომ დავჯდეთ და მოვილაპარაკოთ რაზე, რომ როგორ გვინდა შეთანხმება მოხდეს", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა. 

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ დიალოგი უნდა დაიწყოს, თუმცა დღევანდელი უმრავლესობის სხდომის შემდეგ მათ არ დაუსახელებიათ როდის ჩაინიშნება შეხვედრა ოპოზიციასთან.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოფიციალური მედიატორის გამოგზავნის გადაწყვეტილება 9 მარტს მიიღო. დანიელსონი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა და მისი მთავარი მიზანი მოლაპარაკებების განახლება იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი