ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარ მიშელისა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელის შეთანხმებით, საქართველოში ოფიციალური მედიატორი, კრისტიან დანიელსონი იგზავნება.
ჩვენი ინფორმაციით, ის უკვე გამოემგზავრა და თბილისში დღის ბოლომდე იქნება. დანიელსონი ხვალიდან პოლიტიკური დიალოგის აქტიურ მედიაციაში ჩაერთვება.
ევროპარლლამენტარებმა გუშინ, 9 მარტს გამართულ დებატებზე ხელისუფლებას კომპრომისის გამონახვა ურჩიეს და სიტუაციის განმუხტვის ერთ-ერთ საშუალებად ვადამდელი არჩევნები დაასახელეს.
დანიელსონის დანიშვნას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. მისი თქმით, ეს ძლიერი ნიშანია, რომ ევროპა სტაბილურობისთვის და დემოკრატიულობისთვის მუშაობას განაგრძობს.