ვინ არის მოსამართლე, რომელმაც ტვ "პირველიდან" ჩანაწერის ამოღების ნებართვა გასცა

გამოქვეყნდა:

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი, რომელმაც პროკურატურას ტვ პირველიდან ჩანაწერების ამოღების ნებართვა მისცა, სამი თვეა, რაც სასამართლოში გადაიყვანეს - მანამდე ის ხელვაჩაურსა და ისანში პროკურორი იყო. 

ცნობილი ხდება, რომ ეს ლაშა კლდიაშვილის პირველი პოლიტიკური საქმეა, რომელზეც უკვე მიღებულია მედიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

აქედან გამომდინარე, ოპოზიციაში ამბობენ, რომ უკვე ცხადი ხდება, რისთვის გადაიყვანეს ლაშა კლდიაშვილი პროკურატურიდან სასამართლოში. 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა

მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას.

ცნობისთვის, 6 მარტს, "TV პირველმა" აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

აუდიოჩანაწერებზე გამოძიება პროკურატურამ 3 დღის შემდეგ, 9 მარტს, მხოლოდ უნებართვო ჩაწერის და მიყურადების მუხლით დაიწყო. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი