კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვა

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი თბილისში 12 მარტს ჩამოვა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, 12-14 მარტს დანიელსონის ვიზიტის მიზანი პოლიტიკურ დიალოგში ჩართვაა.

მათივე ინფორმაციით, დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოფიციალური მედიატორის გამოგზავნის გადაწყვეტილება 9 მარტს მიიღო. დანიელსონის მთავარი მიზანი მოლაპარაკებების განახლება იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი