სასამართლოს გადაწყვეტილება, ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს და შესაძლოა, გამოუსწორებელი საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია ტვ პირველთან დაკავშირებით ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და მედიის ინსტიტუტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ტელეკომპანია „პირველში“ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე მიღებულ განჩინებას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევის მუხლით და საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, იმ ფონზე, როცა სრულად არის უგულვებელყოფილი თავად ჩანაწერის შინაარსი, რომელიც ასევე შეიცავს სისხლისამართლებრივი დევნის ნიშნებს და რომლის ფიგურანტი დღეს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები არიან, ცალსახად ტოვებს პოლიტიკური მოტივაციის არსებობის შთაბეჭდილებას. ეს კი, კიდევ უფრო აღრმავებს და აძლიერებს საზოგადოების სკეპტიციზმსა და უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი" ნათქვამია განცხადებაში, სდაც ასევე ხაზგასმულია ჟურნალისტური წყაროს გაუთქმელობის უფლება. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონვენციის მე-10 მუხლი იცავს არა მხოლოდ ინფორმაციებისა და იდეების შინაარსს, არამედ მათი გავრცელების გზებსაც - აცხადებენ ხელმომწერი ორგანიზაციები და მოუწოდებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, "არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას".

საქალაქო სასამართლომ  პროკურატურას ნება დართო ჩანაწერების შემცველი ელექტრომატარებლები ტვ პირველიდან ამოიღოს, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი "გამოიყენოს პროპორციული ზომები". 

შეგახსენებთ, 6 მარტს ტვ პირველმა სკანდალური აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც შესაძლო დანაშაული იკვეთება და რომელშიც, სავარაუდოდ, მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ფიგურირებენ. ჩანაწერებიდან ჩანს, როგორ აგზავნიდა ბერა ანზორ ჩუბინიძეს იმ მოზარდების დასასჯელად, რომლებიც სოცქსელებში ბერას აკრიტიკებდნენ ან აგინებდნენ. 

პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით დაიწყო, 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი