ტვ პირველი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში დღეს გაასაჩივრებს. ადვოკატის და თავად ტეევიზიის წარმომადგენლების შეფასებით, ლაშა კლდიაშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკური და კანონსაწინააღმდეგოა
კონსტიტიციურად გვაქვს უფლება, რომ ეს გავასაჩივროთ მანამ, სანამ მისი აღსრულება მოხდება, იმიტომ რომ ტელევიზია ვერ იქნება ერთი თვის მანძილზე მოლოდინში, როდის შემოიღება მისი კარი და შემოვა გამომძიებელი ,- ამბობს ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.
"ტვ პირველი"-ს ხელძღვანელები შტურმს ნებისმიერ დროს ელოდებიან, რადგან როგორც ტელევიზიაში ამბობენ, საფრთხე განეიტრალებული არ არის.
სოლიდარობის ნიშნად დრეს პროკურატურასთან მედიისა და კონკრეტულად ტვ პირველის მხარდამჭერი აქციაც ჩატარდა
ოცნების პროკურატურისა და სასამართლოს სამიზნე ტელეკომპანია მას შემდეგ გახდა, რაც მათ ეთერში ბიძინა ივანიშვილის შვილის ბერა ივანიშვილისა და ოცნების მაღალჩინოსნების სკანდალური ჩანაწერები გაავრცელეს. ხელისუფლება გამალებით ცდილობს დაადგინოს ვინ გაიტანა ბერას სკანდალური ჩანაწერები.
ამავე თემაზე:
ძალოვნებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შევიდნენ "TV პირველში" ან ჩვენთან, სახლში - ნოდარ მელაძე
მედიატერორი - სამიზნე ამჯერად "ტვ პირველია"
TV-პირველში საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუშვებელია - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი