პრიორიტეტად უნდა დარჩეს მედიის თავისუფლების პრინციპი - აშშ-ს საელჩო TV პირველზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან "TV პირველის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ კი სამართალდამცავებისა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია პირველის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას. ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი - ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები.

საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით", - წერს ამერიკის საელჩო. 

"ოცნების" პროკურატურისა და სასამართლოს სამიზნე ტელეკომპანია მას შემდეგ გახდა, რაც მათ ეთერში ბიძინა ივანიშვილის შვილის ბერა ივანიშვილისა და "ოცნების" მაღალჩინოსნების სკანდალური ჩანაწერები გაავრცელეს. ხელისუფლება გამალებით ცდილობს დაადგინოს ვინ გაიტანა ბერას სკანდალური ჩანაწერები.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი