ადგილობრივი მოსახლეობის შეურაცხყოფაა - რიონის ხეობის მცველები მინისტრებთან შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიაში ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებთან რიონის ხეობის მცველების, არასამთავრობოების წარმომადგენლების, გარემოსდამცველები, დარგისა და სფეროს სპეციალისტების შეხვედრა დროზე ადრე დასრულდა. პირველი სიტყვა ეკონომიკის მინისტრმა წარმოთქვა, რის შემდეგაც შეხვედრა დატოვა, პროტესტი ადგილობრივებში სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

"მოლოდინები ცვენთვის ეხლა აბსოლუტურად ცნობილია, იმიტომ, რომ კომიტეტის სხდომაზეც პრაქტიკულად მათ გამოგვიცხადეს წინასწარ პასუხი, რომ არანაირ ღრმა რევიზირებას და ცვლილებას ეს ყველაფერი არ ექვემდებარება, შესაბამისად, ფორმალური სახე აქვს ამ ყველაფერს", - თქვა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ შეხვედრა რამდენიმე საათი უნდა გაგრძელებულიყო და მინისტრებს კითხვებზე პასუხები უნდა გაეცათ. მათი თქმით, პოზიციების დათმობას არ აპირებენ. 

"ეს არის წარმუდგენელი ქცევა და შეურაცხყოფა პირდაპირ ადგილობრივი მოსახლეობის, რომელიც 4 თვეა დგას კარავში, რომელსაც შეპირდნენ, რომ სწორედ გადაწყვეტილების მიმღები დაელაპარაკებოდა და გასცემდა პასუხებს, თითქოს კომუნიკაციის პრობლემა იყო და რა დავინახეთ დღეს?! " - თქვა აქტივისტმა. 

ეკონომიკის მინისტრმა დღეს შეკრებილ საზოგადოებას რამდენიმე შეთანხმება გააცნო: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი