"კობახიძის განცხადებამ თემიდა გაატიტლიკანა" - ბექა ბასილაია

გამოქვეყნდა:

"ირაკლი კობახიძის გუშინდელმა განცხადებამ თემიდა გაატიტლიკანა", - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატი ბექა ბასილაია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა. 

ის, რომ ნიკას [მელიას] პატიმრობაში ყოფნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, გუშინაც დავინახეთ.. ..სასამართლო პროცესზე, როცა ნიკას საქმის განხილვა მიდიოდა, მოსამართლეს მივმართეთ როიმ თემიდა არამხოლოდ თვალახვეულია, არამედ გაშიშვლებულია. კობახიძის გუშინდელმა განცხადებამ თემიდა გაატიტლიკანა, - ამბობს ბასილაია. 

მისივე თქმით, პროკურატურა ნიკა მელიასგან გირაოს გადახდას უსამართლოდ ითხოვს, რადგან ის საერთოდ აღარ არსებობს და გაუქმებულია. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 13 მარტს თქვა, რომ გიორგი გახარიამ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 17 თებერვალს, საღამოს შეცვალა. მისი თქმით, იმჟამინდელ პრემიერმინისტრს მელიას დაკავების რამდენიმე დღით გადადება სურდა. კობახიძე ამბობს იმასაც, რომ "ოცნების" წევრებისთვის გახარიას ეს არგუმენტი მყარი არ აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2021 წლის 17 თებერვალს, 22:00 საათის შემდეგ შეუფარდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი