ოპოზიცია ცარიელი ხელებით, ქუჩაშია დარჩენილი - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მორიგი თავდასხმა ოპოზიციას - პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიცია ცარიელი ხელებით, ქუჩაშია დარჩენილი, მმართველი გუნდი კი "სავსე ხელებით ჩადის ბრიუსელში". ამის შესახებ კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

პრემიერი [ბრიუსელში] მიდის ძალიან მსხვილი პაკეტით, ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.. უამრავი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში და უამრავი რამ კეთდება ახლაც, ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რომელსაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული, მათ აქვთ ცარიელი ხელები, ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, - ამბობს კობახიძე. 

ამავე თემაზე: 

ცნობისთვის, "ოცნების" წევრებთან მეორედ შეხვედრამდე დანიელსონი უკვე შეხვდა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. შეხვედრის მონაწილეებს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა ამბობენ, რომ სავარაუდოდ, დღის ბოლოს, ყველაფერი გაირკვევა და გარკვეული შეთანხმებაც შედგება. ამაზე როგორც "ოცნების", ისე ოპოზიციური პარტიების წევრები საუბრობენ. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 13 მარტს ის უკვე შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა დანიელსონის ვიზიტის მთავარი მიზანი. მისი საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი