დროს და ენერგიას ვუთმობთ ოპოზიციასთან დიალოგს - არჩილ თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

მოლაპარაკებები გრძელდება. ჯერ კიდევ რჩება სამუშაო, რომ პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს. ამ შეთანხმების გადაწყვეტის მთავარი გზა არის, მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არამხოლოდ ხელისუფლებამ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც ჩვენი მხრიდან უკვე გაკეთებულია. შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე.. რა თქმა უნდა, დროს და ენერგიას ვუთმობთ ამ ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგს, თუმცა, მეორე მხრივ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ის, რაც საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭრდება - პოსკოვიდური სიტუაციის შემცირება, სიღარიბის დაძლევა... ოპოზიციასთან მოლაპარაკების გარდა, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მოსაგვარებელი... - ამბობს თალაკვაძე.

თალაკვაძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდება.

"ქართული ოცნების" წევრებთან მეორედ შეხვედრამდე დანიელსონი უკვე შეხვდა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. შეხვედრის მონაწილეებს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა ამბობენ, რომ სავარაუდოდ, დღის ბოლოს, ყველაფერი გაირკვევა და გარკვეული შეთანხმებაც შედგება. ამაზე როგორც "ოცნების", ისე ოპოზიციური პარტიების წევრები საუბრობენ. 

ამავე თემაზე: 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 13 მარტს ის უკვე შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა დანიელსონის ვიზიტის მთავარი მიზანი. მისი საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი