ევროკავშირისთვის პოლიტპატიმრების არსებობა მიუღებელია - ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე

გამოქვეყნდა:

"არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეყოლება პოლიტიკური პატიმრები, იქნება ეს საქართველო, რუსეთი თუ ბელარუსი. ნებისმიერ შემთხვევაში, ევროკავშირისთვის ეს მიუღებელია. ეს ძალიან ბევრ შეკითხვას გააჩენს"
- ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე "მთავარ არხთან" საუბრობს. 

ბატონი დანიელსონი თბილისში მისიით იმყოფება. ეს მედიატორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. ვერ წარმომიდგენია, რომ პრემიერმინისტრი ბრიუსელში რაიმე კონკრეტული შეთანხმების გარეშე ჩამოვიდა. ამის გაკეთება საქართველოს ინტერესებში ნამდვილად არ შედის. ვიმედოვნებ, რომ ორივე მხარეს ესმის არსებული მდგომარეობა და ისინი გამოსავალს იპოვიან. ბატონი დანიელსონის განცხადებას გავეცანი, ის ბევრს არ საუბრპბს, თუმცა ერთ-ერთ განცხადებაში სიტყვა კომპრომისიც კი წავიკითხე. ამ სიტყვის გამოყენება და კომპრომისის მიღწევა ქართველი პოლიტიკოსებისთვის ახალი რეალობა იქნება.რათა სამომავლოდ კომპრომისებს საქართველოს ნათელი მომავლისტის მიაღწიონ და არა რომელიმე კონკრეტული მძიმე ვითარების მოსაგვარებლად, - ამბობს ევროპარლამენტარი.

პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით დღეს, 15 მარტს გაემგზავრა. ის უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება. ხვალ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომას დაესწრება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი