"ოსკარის" ნომინაციები - 93-ე ცერემონია განსხვავებულ ფორმატში 

გამოქვეყნდა:

ამერიკის კინოაკადემიამ "ოსკარის" დაჯილდოების 93-ე ცერემონიის ნომინანტები დაასახელა.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარდგენილია: "მამა", "მანკი", "მინარი", "ნომადლენდი", "მეტალის ხმა", "იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი".

საუკეთესო რეჟისორის ტიტულისთვის ერთმანეთს ქლოი ჟაო, ემირალდ ფენელი, ტომას ვინტენბერგი, დევიდ ფინჩერი და ლი აიზეკ ჩუნი შეეჯიბრებიან.

ნომინაციაში "საუკეთესო მსახიობი ქალი" წარდგენილნი არიან: ვიოლა დევისი, ანდრა დეი, ვანესა კირბი, ფრენსის მაკდორმანდი და კერი მალიგანი.

ნომინაციაში "საუკეთესო მსახიობი კაცი" კი ენტონი ჰოპკინსი, ჩედვიკ ბოუზმანი, რიზ აჰმედი, გარი ოლდმანი და სიტივენ იონი არიან წარდგენილები. 

"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია აპრილის ბოლოს, ლოს ანჯელესში ჩატარდება.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი