მოლაპარაკებები თბილისსა და ბრიუსელში - მელიას წერილი ციხიდან

გამოქვეყნდა:

დაპატიმრებიდან 3 კვირის შემდეგ, ნიკა მელია 224-ე საკნიდან პირველ ოფიციალურ მიმართვას ავრცელებს. საპატიმროდან დანახული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალიც, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის ვადამდელ არჩევნებშია. საგანგებო განცხადებაში ნიკა მელია წერს, რომ მწავე პოლიტიკური კრზისიდან გამოსვლისთვის ოპოზიციამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებები უნდა გააგრძელოს. 

პოლიტპატირების ქვეყნის პრემიერმინისტრს კი დღეს ბრიუსელში მთავარ მედიატორთან შეხვედრაზე სათქმელი არაფერი ჰქონდა. ირაკლი ღარიბაშვილი იქ კონკრეტული პასუხით უნდა ჩასულიყო, როგორ აპირებს ქვეყანაში "ქართული ოცნება" პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას და რა გეგმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის 6-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, თუმცა ორი კვირა "ოცნებამ" არ გამოიყენა და ღარიბაშვილიც მთავარ მედიატორთან კონკტეტული წინადადებების გარეშე ჩავიდა. 

მთავარმა მომლაპარაკებელმა დღეს დილიდან ევროკავშირის საელჩოში ყველა ოპოზიციური პარტია შეკრიბა. ერთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტებს არ უთქვამთ რატომ ცდილობდა დიალოგის ჩაშლას ქართული ოცნება, თუმცა მარტივი მისახვედრია, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გამოშვებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი