მიშელმა დაადასტურა, რომ პოლიტიკური ვითარება კონსტრუქცული დიალოგით უნდა დავასტაბილუროთ - ღარიბაშვილი Twitter-ზე

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბრიუსელში შეხვედრის შესახებ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს. 

შევხვდი შარლ მიშელს, რომელმაც დაადასტურა საქართველოს მთავრობის ვალდებულება, დაასტაბილუროს
პოლიტიკური ვითარება კონსტრუქციული დიალოგის გზით. საქართველო ძალიან აფასებს პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართვას, რაც საქართველოსა და ევროკავშირის დღის წერსიგის სტრატეგიულ მნიშვნელობას ადასტურებს, - წერს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დღეს დილით გაემგზავრა. პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.

კრისტიან დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება კი შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. თბილისში ის 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, დანიელსონმა ქვეყანაში ვიზიტი გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. 

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი