შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, დღეს ოპოზიციას შეხვდება

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს ოპოზიციას შეხვდება.

შეხვედრა ევროკავშირის საელჩოში, დაახლოებით, ერთ საათში დაიწყება. ჯერჯერობით დაგეგმილი არაა მედიატორთან, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა.

"რთულია რაიმე დასკვნის გაკეთება თალაკვაძე-კობახიძის, შემდეგ უკვე ღარიბაშვილის ბრიფინგიდან. იმიტომ რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს. თუ ვინმეს მცირე კეთილგონიერება მაინც აქვს "ქართულ ოცნებაში" ისინი შემხვედრ ნაბიჯს გადადგამენ იმისათვის, რომ მოხდეს შეთანხმება და ეს შეთანხმება არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესში. ეს შეთანხმება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან", - თქვა, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ, 15 მარტს, დილით გაემგზავრა. პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.

კრისტიან დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება კი შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. თბილისში ის 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, დანიელსონმა ქვეყანაში ვიზიტი გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. 

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი