მზად ვართ ოპოზიციასთან დიალოგის გასაგრძელებლად - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

მზად ვართ ოპოზიციასთან დიალოგის გასაგრძელებლად, - ამის შესახებ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ საუბრობს.

"მთავარი არხის" შეკითხვაზე, რა დათმობებისთვის არის მზად "ქართული ოცნება", რომ ეს პროცესი წინ წავიდეს, პრემიერმინისტრი ამბობს, რომ მათ ოპოზიციას არაერთი იდეა შესთავაზეს.

დასაწყისიდან ნათელი გავხადეთ და აღვნიშნეთ, რომ ვიყავით და ვართ მზად ოპოზიციასთან ამ დიალოგის გასაგრძელებლად. ჩვენ მთელი რიგი კონსტრუქციული ძალებისა განვახორციელეთ, რომ მოგვეხდინა ამ სიტუაციის დეესკალაცია, შეგვემცირებინა პოლარიზაცია.. ჩვენ ასევე შევთავაზეთ იდეები, გამოსავალი.. მე არ მინდა, დეტალებს ჩავუღრმავდე, რადგან მოლაპარაკების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, - ამბობს ღარიბაშვილი. 

ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ, 15 მარტს, დილით გაემგზავრა.
პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. 

შარლ მიშელმა საქართველოში პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. ეს გადაწყვეტილება მან 8 მარტს მიიღო. თბილისში ის 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, დანიელსონმა ქვეყანაში ვიზიტი გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი