პოლიტიკოსობა გათავისუფლების მიზეზი არაა - ღარიბაშვილი პოლიტპატიმრებზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პოლიტიკოსობა მიზეზი არაა, რომ ვინმე პატიმრობიდან გაათავისუფლონ. როგორც ღარიბაშვილმა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით 6-ე სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი "მისი გადასაწყვეტი არაა".

​რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვებას. პოლიტიკოსობა მიზეზი არაა, რომ გამოვუშვათ ვინმე. თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამიტომ, ჩემი გადასაწყვეტი არაა, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ესაა სამართლის უზენაესობა, სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინმე გაუშვას პატიმრობაში თუ გაათავისუფლოს, - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ, 15 მარტს, დილით გაემგზავრა.
პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი