რას ნიშნავს კონსტრუქციული დიალოგი და რა დათმობას უნდა ველოდოთ "ოცნების" ხელისუფლებისგან მაშინ, როდესაც პრემიერმინისტრმა ბრიუსელიდან და საქართველოდან "ოცნების" დანარჩენმა ლიდერებმა, ოპოზიციაზე მორიგი შტუმი მიიტანეს.
ევროკავშირის საელჩოში მოლაპარაკებების პროცესის შეფასებისას სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე აგრესიული და ხისტი განცხადებებით ოპონენტებს ჯერ კიდევ გუშინ დაესხა თავს. ირაკლი კობახიძის განცხადება უმრავლესობის ლიდერებმა გაიმეორეს და ოპონენტები, რომლებიც მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, კრიმინალებად გამოაცხადეს.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, 15 მარტს, თავს ისევ ოპოზიციას დაესხა. თქვა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კრიმინალია. შემდეგ კი აღნიშნა, რომ საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, არიან კრიმინალები პოლიტიკაში. პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე აკონკრეტებს, რომ "პოლიტიკურ კრიმინალებში" მიხეილ სააკაშვილს, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას გულისხმობს.
გიგი უგულავა "მთავარ არხთანაც" ადასტურებს, რომ მისმა ადვოკატმა სტრასბურგის სასამართლოს ორივე საქმესთან დაკავშირებით მიმართა, თუმცა იქიდან პასუხი ჯერჯერობით არ ყოფილა.
ამავე თემაზე: