პროტესტი პარლამენტთან - აქტივისტები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრიუსელში გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, სამოქალაქო აქტივისტები თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. ახალგაზრდები, რომლებიც 112 დღეა რუსთაველის გამზირზე კარვების ქალაქში ცხოვრობენ, ახლა "ქართული ოცნების" ოფისისკენ მსვლელობას იწყებენ. ორივე მოთხოვნა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებს ჰქონდათ - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ხელისუფლებისგან უარყოფილია. 

სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის თქმით, ხვალიდან აქტივისტები მასშტაბურ აქციებს გამართავენ. 

"ქართული ოცნება" თავიდან ბოლომდე იმართება რუსეთიდან. აუცილებელია, აქტივისტებმა გააგრძელონ ბრძოლა. დღევანდელი პროცესებიდან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი ფართომასშტაბიანი აქციებია, ამათ არ ესმით არც მოლაპარაკებების ენა, არც მედიაციის საკითხი. ამათი იდეაა ქვეყანა გააღარიბონ და გადააქციონ რუსეთის გუბერნიად, - ამბობს მუმლაძე.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი