
ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება. წერს, რომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მე-2 ეტაპისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი პროგრესი საკანონმდებლო დონეზე.
"არსებობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების დიდი პოტენციალი. ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მე-2 ეტაპისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი პროგრესი საკანონმდებლო დონეზე. წინსვლის მთავარი წინაპირობაა სტაბილური პოლიტიკური გარემო", - წერს დომბროვსკისი.
ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ, 15 მარტს, დილით გაემგზავრა.
პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.