NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს.
საქრათველო არის, როგორც ვიცით, ნატო-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ გვაქვს არამარტო პარტნიორობა და მტკიცე პრაქტიკული ურთიერთობები, რომ არაფერი ვთქვათ ავღანეთში მათ მონაწილეობაზე. გადავწყვიტეთ ვისაუბროთ საქართველო-ნატოს საერთო კომისიის შესახებ, მათ შორის იმ პაკეტზე, რომელიც რამდენიმე წელია უკვე მოქმედებს ჩვენ ორს შორის. საქართველო ძალიან ეფექტურად მოქმედებს ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე მათ შორის არის ის წვრთნები, რომელიც შავი ზღვის რეგიონში წლების განმავლობაში ტარდებოდა. გვაღელვებს საკითხი რუსეთის მხრიდან აგრესიის გამოჩენის თაობაზე შავი ზღვის რეგიონში. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ცნობს მის სახელმწიფო საზღვრებს, - ამბობს სტოლტენბერგი.
ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 15 მარტს, გაემგზავრა. პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.