"ბატონ გოგისაც მოხვდა ჩემგან... არ ვიცი რა დაემართა" - გოგი წულაიას ქალზე ძალადობას ედავებიან

გამოქვეყნდა:

"ბატონ გოგისაც მოხვდა ჩემგან... არ ვიცი რა დაემართა", - ამის შესახებ მედიასთან ის ქალი საუბრობს, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოს გოგი წულაიას ძალადობას ედავება. 

"მერე რაღაც დალია, მერე რაღაც ვერ მოზომა.. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. არ ვაპატიებ ამას. ნასვამი იყო და არ ვიცი რა დაემართა, არანაირი გამართლება არ აქვს ამას", - ამბობს ის. 

ადვოკატმა გოგი წულაია ცოტა ხნის წინ მოინახულა. ამბობს, რომ ის დუმილის უფლებას ინარჩუნებს ვიდრე დაცვის მხარეს მტკიცებულებები არ გადაეცემა. ვალერი გელბახიანი ამბობს იმასაც, რომ არ არის გამორიცხული, ეს ინციდენტი წინასწარ დადგმული სცენარი იყო. მისივე თქმით, ამ დროს გოგი წულაია არ იყო ნასვამ მდგომარეობაში და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელი იქნებოდა, რომ მას ქალზე სექსუალურად ეძალადა.

"თუ გამოძიება წავიდა დამძიმებისკენ, უკვე აშკარაა, რომ დევნა არის პორვოცირებული" - ამბობს ვალერი გელბახიანი. 

ამავე თემაზე: 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი