საქართველოს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო არ აქვს - ჯეიმს აპატურაი

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც აპატურაი წერს, "საქართველოს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო არ აქვს".

ჩემი მთავარი დასკვნაა: რეგიონული ვითარების, კოვიდისკრიზისისა და რეფორმების გაგრძელებისა და გაძლიერების მკვეთრი აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო არ აქვს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში, მისი ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ყველა პარტიამ ერთად უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური პროცესის წინ წაწევის გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ს მედიაციის ძალისხმევას, რომლესაც ორი შესანიშნავი დიპლომატი ხელმძღვანელობს, - წერს აპატურაი Facebook-ზე.

ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 15 მარტს, დილით გაემგზავრა. პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი